| Telavi | Akhmeta | Kvareli | Lagodekhi | Sagaredjo | Signagi | Gurjaani | Dedoflistskaro |
  

კახეთი, ქ. თელავი

Eng | Geo | Rus

telavi07.jpg telavi.jpg ევროპისა და აზიის დამაკავშურებელ სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო დასაბამიდან იპყრობდა ყველა ჯურის მომხდირთა ყურადღებას. ამ პატარა ქვეყანაში არ არის არც ერთი კუთხე, რომლის ბედი და ისტორია ნებისმიერ დიდ ევროპულ სახელმწიფოზე ნაკლებად მძიმე, მოვლენებით მრავალფეროვანი, ზოგჯერ ტრაგიზმით, მაგრამ მომვალის იმედით აღსავსე ფურცლებს არ შეიცავდეს
კახეთის ისტორიაშიც ძნელია ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდის მონახვა, მაგრამ შრომისმოყვარე და მებრძოლი ხალხი ყოველთვის ახერხებდა აეშენებინა თავდაცვითი თუ საეკლესიო ხასიათის ნაგებობანი. მრავალ ისტორიულ ძეგლზე შემონახული წარწერები საყურადღებო ცნობებს გვაწვდიან წარსულ საუკუნეებში ამ მხარის ისტორიული და კულტურული ვითარების შესახებ.
მე-19 საუკუნის განიჩენილი გერმანელი საზოგადო მოღვაწე და ლიტერატორი არტურ ლაისტი კახეთზე წერდა: "ნათელო კახეთო! ტყიანი მთების გვირგვინი შემოვლებია შენ მწვანე ველ-მინდორს. მზე და მთვარე შენი მეგობარია .... ვისაც უნდა სასწაული იხილოს, მან სავსემთვარიან ღამეს თელავიდან აღმოსავლეთით ალაზნის ველს უნდა უყუროს".
church01.JPGკახეთის ქალაქებს შორის ერთ-ერთი უძველესია თელავი. ქალაქი სახელწოდებით ეტიმოლოგიურად უნდა უკავსირებოდეს ხე-მცენარეს თელას, რომელიც ამ რეგიონისათვის საკმაოდ დამახასიათებელ სახეობას წარმოადგენს.
თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიან ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოაიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება. თელავი პირველად მოიხსენება ბერძენი გეოგრაფის პტოლემე კლავდიოსის (II საუკუნე) "გეოგრაფიაში" "Telada" ფორმით.
church01.JPG საინტერესო ცნობას გვაწვდის არაბი გეოგრაფი ალ.მუკადასი (X). იგი ჩამოთვლის თავისი დროის დიდ და მნიშვნელოვან ქალაქებს - თბილისს, შამქოარს, განას, შემახას, შარვანს, და თელავსაც მათ რიგში აყენებს. ალ-მუკადასი აღნიშნავს, რომ თელავის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ქრისტიანები შეადგენდნენ, ცხადია, ამ დროს თელავი საკმაოდ მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. აშკარად ჩანს, რომ თელავი ქალაქია უკვე ადრეფეოდალური ხანის პირველ ნახევარში, ე.ი. მანამ სანამ იქ კახეთის პირველი მეფეები დამკვიდრდებოდნენ.
telavi02.JPG ისტორიკოსთა ნაწილი თვლის, რომ კახეთის ცენტრი კახეთის სამთავროს ჩამოყალიბების დროს იყო უჯარმა. გ.ჩუბინაშვილი კახეთის სამთავროს პირველ ცენტრად მიიჩნევდა ბოჭორმას, შემდეგ კი თელავს. ყოველ შემთხვევაში მეფე აღსართანის (1058-1084) რეზიდენცია ნამდვილად თელავშია.
ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როცა იგი კახეთ-ჰერეთის სამთავრო ცენტრი გახდა. XII საუკუნეში თელავი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ, მისი მნიშვნელობა დაეცა, მოგვიანებით თელავი მონღოლი მოხელის სადუნ მანკაბერდელის საკუთრება გახდა. XV-XVI საუკუნეებში ქალაქი ისევ დაწინაურდა. ირანის შაჰის აბას I ლაშქრობებმა მისი განვითარება კვლავ შეაფერხა. XVII საუკუნის 60-იან წლებში თელავს ხელსაყრელი პირობები დაუდგა. კახეთის მეფემ არჩილ II ისარგებლა ხანმოკლე მშვიდობიანობით, აქ სამეფო სასხლე ააგო და თავისი რეზიდენცია 1672 წ. გრემიდან თელავში გადაიტანა.
თელავის ისტორიაში გაბსაკუთრებული ადგილი ერეკლე II მეფობის ხანას ეკუთვნის. მისი მეფობის პერიოდს (1744-1789 წწ.) ემთხვევა თელავის, როგორც სტრატეგიული და კულტურული ცენტრის, კიდევ უფრო ზრდა. მის სახელთანაა დაკავშირებული ის ნაციონალურ განმანთავისუფლებელი და საქართველოს გასაერთიანებლად ჩატარებული ღონისძიებები, რომლებსაც კახეთის მეფე თავისი სატახტო ქალაქიდან ახორციელებდა, გამეფებიდან ღრმა მოხუცებულობამდე მთელი თავისი ცხოვრება მოახმარა ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენის ცდას.
telavi03.JPG ერეკლე II-ის ძირეულმა რეფორმებმა, რომელიც შეეხო ქვეყნის ცხოვრების ყველა მხარეს, პრინციპულად შეცვლა ქართლ-კახეთის, უფრო მოგვიანებით კი - მთელი საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ორიენტაცია.

ერეკლე II სახელი ქართველთათვის თავისუფლებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცა. ხალხმა მას სიყვარულით "პატარა კახი" უწოდა და ფართოდ ასახა მისი საგმირო საქმეები თავის შემოქმედებაში.
თელავი და მისი შემოგარენი მდიდარია ისტორიული ძეგლებით.
V-VI ააუკუნეების ნაგებობათაგან თელავში საინტერესოა უძველესი არქიტექტურული ძეგლი "ღვთაების ეკლესია". იგი სამნავიანი ბაზილიკაა, რესტავრირებულია XVII საუკუნეში. ძველი ფენიდან შემორჩენილია შუა ნავის სვეტები და ნალისბური კამარები. ეკლესია უფრო გვიან (1897 წ.) მოხატულია მხატვარ გეგელიძის მიერ. შემონახულია მხატვარ ვალერიან სიდამონ-ერისთავის შესრულებული ტრიპტიქი.
telavi04.JPG აღსანიშნავია გაერთიანებული ჰერეთ-კახეთის პირველი მეფის კვირიკეს მიერ აშენებული "სასახლე დიდი, ვითარცა ქალაქი". კვირიკესეული მშენებლობის ნაშთები შემორჩენილია ციხის ზღუდის კედლების სახით, რომლებიც იწოდება "ძველ გალავნად" და მდებარეობს დაბახანების ხევისა და თელავის ხევს შორის მაღალ ბორცვზე. ციხის შიგნით მდებარეობს პატარა ეკლესია "გორის ჯვარი". ციხე-სიმაგრის ტერიტორიის ფართობი საკმაოდ დიდია. მისი კედლის მხოლოდ ზოგიერთი ნაწილი მთიანად დანგრეულია, ხოლო უმეტესი ნაწილი კარგად არის შემონახული.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ყურადღებას იპყრობს ციხე-სიმაგრე "ბატონის ციხე". მე-17-18 საუკუნეებში აქ მოთავსებული იყო კახეთის მეფეთა რეზიდენცია. "ბატონის ციხეს" უკავია პლატო ბატონის წყალსა და კაკლის ხევებს შორის. სამხრეთის მხარეს კედლის წინ არსებულ მოედანზე ძველად სპორტული ასპარეზობანი იმართებოდა. ამჩამად აღნიშნული ტერიტორიაზე ერეკლე II სახელობის კვერი და ქალაქის ცენტრალური მოედანია.
telavi06.JPG
"ბატონის ციხეხის" ძველი კომპლექსი მოიცავს: "ციხის ზღუდეს", სასახლეს, კარის ორ ეკლესიას, აბანოს და გვირაბს.
ციხის ზღუდე წარმოადგენს ქვითკირით აგებულ 5 მეტრი სიმაღლის ქონგურებიან კედელს, მასში დატანებულია ორი ჭიშკარი - აღმოსავლეთისა და დასავლეთის. იგი თავდაცვითი ნაგებობაა. telavi05.JPG
გალავნის შიგნითა ორი ეკლესიიდან ერთ-ერთი - არჩილის კარის ეკლესიაა - ადრინდელი ნაგებობა. იგი აშენებულია, როგორც მცირე სამლოცველო. ამჟამად ძლიერ არის დაზიანებული. მეორე ეკკლესია, რომელიც აგებულია 1758 წელს მეფე ერეკლე II-ის მიერ, მდებარეობს გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. ერეკლესეური ეკლესია აგურითაა ნაგები და ერთნავიან შენობის ტიპს მიეკუთვნება. chadari.JPG
აბანო გვიანფეოდალური პერიოდის აბანოების სისტემაზეა მოწყობილი. მისი კედლები მოხატული ყოფილა. აბანოს შენობიდან დღეს მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი: აუზი, იატაკის ქვეშ არსებული ღუმელი და რამდენიმე სათავსო. გვირაბი, როგორც ჩანს, საიდუმლო გასასვლელს და ნაგებობასთან დამაკვშირებული გზის ფუნქციას ასრულებდა.
"ბატონის ციხის" კომპლექსი იმ სახით, რომელიც დღევანდლამდეა მოღწეული, ორი ეტაპის მშენებლობას წარმოადგენს. I ეტაპზე (1667-1675 წწ. არჩილის მეფობა) აგებულია: სასახლე, I კარის ეკლესია, აღმოსავლეთის ალაყაფის კარი და აბანო. II ეტაპზე (XVIII საუკუნის მეორე ნახევარი) გალავანი და დასავლეთის ალაყაფის კარი.
ამჟამად კახეთის მეფეების ყოფილ სასახლეში ნალაგებულია სურათების გალერა, სადაც წარმოადგენილია ცნობილი ქართველი, რუსი, ჰოანდიელი, იტალიელი, მხატვერბის ტილოები. აქვეა წარმოდგენილი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მდიდარი კოექციით. აღმოსავლეთით დადგმულია მეფე ერეკლე II-ის ძეგლი (მოქანდაკე მ. მერაბიშვილი. არქ. თ. კანდელაკი). გზის გადასწვრივ თელავის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა - 900 წლის ჭადრის ხე (სიმაღლით 40მ, გარშემოწერილობა 11,4მ).
თელავის ისტორიული ძეგლებიდა აღსანიშნავია ვახვახიშვილებისა და ყორჩიბაშვილების ციხეები.
ოურვეკუ აგებყკუა 1743 წელს ბაზიერთუხუცესის ზაალ ვახვახიშვილის მიერ. ამჟამად შემორჩენილია ციხის მხოლოდ კუთხის ბურჯები და კედლის ნაწილი. ვახვახიშვილების სახელთანააა დაკავშირებული მარანიც, რომელიც ამჩამად სასუტმრო "კახეთის" სადეგუსტაციო მიწისქვეშა დარვაზს წარმოადგენს.
ყორჩიბაშვილების სასახლე მდებარეობს ე.წ. ღვთaების ბორცვზე, აგებულია მე-17 საუკუნეში, შემორჩენილია რამდენიმე ბურჯი და სამხრეთის კედლის ფრაგმენტი.